საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა. სხდომა დახურული იყო. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.
სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსს აღკვეთის ღონისძიებaდ პატიმრობა შეეფარდა.
გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.
კომენტარები
