საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური საემიგრაციო ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა ქვეყნიდან, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
მან მიმდინარე წლის მონაცემებიც დაასახელა.
„უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით ქვეყნიდან უკვე 300-მდე პირია გაძევებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფი აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას არალეგალური მიგრაციის თითოეული ფაქტის გამოვლენის მიზნით და აღნიშნული პირების მიმართ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი ღონისძიებების განხორციელება იმისთვის, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კომენტარები
