მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. კორტინაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდიდან სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა ქალთა გიგანტურ სლალომში იასპარეზა. მან პირველი დაშვებისას მანძილი 1:12:39 წუთში დაფარა, რაც 55-ე შედეგი იყო, მეორე დაშვებისას კი მანძილის დაფარვისას 1:19:40 წუთი დააფიქსირა; ორი დაშვების ჯამში კი ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა.
ქალთა გიგანტურ სლალომში ოლიმპიური ოქრო იტალიამ მოიპოვა, ვერცხლი – შვედეთმა, ხოლო ბრინჯაოს მედალი კი ნორვეგიამ მიიღო.
ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და მამაკაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობს.
14 თებერვალს მამაკაცთა გიგანტურ სლალომში იაპარეზა ლუკა ბუჩუკურმა, რომელმაც პირველი დაშვებისას მანძილი 1:28:21 წუთში დაფარა, რაც 61-ე შედეგი იყო; მეორე დაშვებისას კი მანძილის დაფარვისას 1:20.57 წუთი დააფიქსირა და 51-ე ადგილზე გავიდა; ორი დაშვების ჯამში კი ასპარეზობა 56-ე ადგილზე დაასრულა.
დღეს ასევე ვიხილავთ მოკლე პროგრამით მოასპარეზე ფიგურულ მოციგურავე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულ წყვილსაც.
ნინო წიკლაური 18 თებერვალს სლალომში იასპარეზებს. მანამდე კი ამავე დისციპლინაში 16 თებერვალს ვიხილავთ მოთხილამურე ლუკა ბუჩუკურს.
