უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„ადმინისტრაცია აგრძელებს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდას. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასული წლის ბოლოს დამატებითი სანქციები დააწესა მათ ნავთობკომპანია „როსნეფტზე“. ადმინისტრაცია აგრძელებს უკრაინისთვის იარაღის გაყიდვას. ჩვენ არ ვყიდით რუსეთისთვის იარაღს და არ ვუწესებთ სანქციებს უკრაინას. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ან ერთადერთი სუბიექტი პლანეტაზე, რომელმაც შეძლო რუსი და უკრაინელი მომლაპარაკებლების ერთ მაგიდასთან დასხდომა და ერთმანეთთან საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ საბოლოოდ უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ეს ომი მოლაპარაკებების გზით მოგვარდება. ახლა ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მოლაპარაკებების კატალიზატორი იყოს. თუ ჩვენ როლს დავკარგავთ, სხვა ვერავინ შეძლებს ამის გაკეთებას. ამის მიუხედავად, მჯერა თუ არა, რომ პრეზიდენტის მოთმინება უსაზღვროა? არა. მაგრამ არ ვაპირებ თქვენთვის ვიწინასწარმეტყველო, როდის ამოიწურება. შემიძლია, გითხრათ და ვფიქრობ, თქვენც გსმენიათ, რომ ის იმედგაცრუებულია, რომ ეს არ დასრულებულა, რადგან ის ამას სრულიად სულელურ და უაზრო ომად მიიჩნევს“, – განაცხადა რუბიომ.
