ჩინეთის სამხედრო ძალების განცხადებით, 23-დან 26 თებერვლამდე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რეგულარული პატრულირება ჩაატარეს.
ამასთან, მათ ფილიპინები რეგიონის გარეთ ქვეყნებთან, აშშ-სა და იაპონიასთან ერთად, ერთობლივი პატრულირების ორგანიზებით მშვიდობისა და სტაბილურობის „ჩაშლაში“ დაადანაშაულეს.
ჩინეთის სამხედრო ძალებში ასევე აცხადებენ, რომ ჩინეთის ტერიტორიულ სუვერენიტეტს, საზღვაო უფლებებსა და ინტერესებს მტკიცედ დაიცავენ.
ამასთან, ფილიპინების შეიარაღებულმა ძალებმა პარასკევს განაცხადეს, რომ სამხედრო მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად ფილიპინების, აშშ-სა და იაპონიის საზღვაო ძალებმა ამ კვირაში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიარეს.
კომენტარები
