ტატო გრიგალაშვილმა ზემო ავსტრიის გრანპრის ოქრო მოიპოვა, – ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის ფინალში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები – ტატო გრიგალაშვილი და ლუკა ჯავახიშვილი შეხვდნენ.
ოქროს მედლის მფლობელი გრიგალაშვილი გახდა, რომელმაც 20 წლის ჯავახიშვილი იპონით დაამარცხა.
დღეს ფინალურ ბლოკში ასევე იასპარეზებს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი – ის ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ჯამალ გამზადხანოვს შეხვდება.
კომენტარები
