რაგბი ევროპის ფინალში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს პორტუგალიის ნაკრებს უპირისპირდება.
ფინალური მატჩი მადრიდში ტარდება. პირველი ტაიმის შედეგებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს 12:3-ს უგებს.
რაგბი ევროპის თასის მოპოვებას საქართველო მეცხრედ ცდილობს. რვა წელიწადია, თასს ბინა საქართველოში აქვს დადებული. აღნიშნულით „ბორჯღალოსნები“ აფიქსირებენ, რომ ექვსი ერის გუნდების შემდეგ იგი საუკეთესო გუნდია.
კომენტარები
