რუსეთი უკრაინის დასახლებულ პუნქტებს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით დაესხა თავს. უკრაინული მედიის თანახმად, 29 მარტის ღამეს რუსეთმა შეტევა განახორციელა „კინჟალის“ ტიპის აერობალისტური რაკეტით და 442 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან დაახლოებით 300 „შაჰედის“ ტიპის იყო.
წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით ჩამოაგდეს ან ჩაახშვეს 380 უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის ტერიტორიაზე შვიდ სხვადასხვა ადგილზე 16 მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა განხორციელდა.
უკრაინული მედიის თანახმად, დარტყმის სამიზნე გახდა ენერგეტიკული და სამოქალაქო ობიექტები.
თავდასხმის შედეგად ნიკოლაევის ოლქში ათი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
უკრაინული მედია წერს, რომ თავდასხმის სამიზნე გახდა ოდესის, სუმისა და ხმელნიცკის რეგიონებიც.
