ქუვეითის შეიარაღებული ძალების განცხადების მიხედვით, ირანის იერიშის შედეგად დაშავებულია მათი 10 სამხედრო. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ 29 მარტს ქუვეითის სამხედრო სტრუქტურამ საკუთარ საჰაერო სივრცეში 14 ბალისტიკური რაკეტა და 12 დრონი შენიშნა.
კიდევ ერთმა იერიშმა დააზიანა საცავი, რომელიც კერძო გადამზიდ კომპანიას ეკუთვნოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
28 თებერვლის შემდეგ ქუვეითის საჰაერო სივრცე, სულ მცირე, 307-მა ბალისტიკურმა რაკეტამ, ორმა ფრთოსანმა რაკეტამ და 616-მა დრონმა დაარღვია.
კომენტარები
