აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბაში ნავთობის მიწოდებას არ შეუშლის ხელს, მათ შორის არც რუსეთიდან.
„პუტინი ამით ბევრს არ კარგავს, მხოლოდ ერთ ნავთობტანკერს, სულ ეს არის. კარგია, თუ მას ეს სურს და თუ სხვა ქვეყნებსაც სურთ ამის გაკეთება, ეს მე დიდად არ მაწუხებს. გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა კუბის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყნის რეჟიმი დაეცემა.
„კუბა დამთავრებულია. ცუდი რეჟიმი აქვთ, ძალიან ცუდი და კორუმპირებული ხელმძღვანელობა. მიიღებენ თუ არა ერთ ნავთობთანკერს, ამას მნიშვნელობა არ ექნება. მირჩევნია, შევუშვა – იქნება ეს რუსეთი თუ სხვა ვინმე, რადგან ხალხს სითბო და გაგრილება სჭირდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები
