16 წლის ლევან კალაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს!
საფეხბურთო კლუბ „სამტრედიის“ ახალგაზრდა ტალანტი, ლევან კალაძე ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება!
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2-დან 7 აპრილის ჩათვლით რუსთავში გაივლის შეკრებას, რის შემდეგაც ევროპის ჩემპიონატის უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის სან მარინოში გაემგზავრება.
🎯 ჩვენი მეტოქეები ჯგუფში:
• 🇸🇲 სან მარინო
• 🇦🇩 ანდორა
• 🏴 უელსი
კომენტარები
