ევროპისთვის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტა სარგებლის მომტანი არ იქნება, თუმცა ამავდროულად აუცილებელია საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.
მისი თქმით, ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება იმ შემთხვევებში, როცა ვაშინგტონს არ ეთანხმება.
„როგორც ადრე, მჯერა, რომ გეოპოლიტიკურ დონეზე ევროპას შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაწყვეტით სარგებელი არ აქვს, თუმცა ჩვენი საქმე, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაა. როდესაც არ ვეთანხმებით, ეს უნდა ვთქვათ“, – განაცხადა მელონიმ.
კომენტარები
