ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“.
დეპუტატი პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა.
„ნაცმოძრაობა“ და მორალი, „ნაცმოძრაობა“ და ეკლესია, ქრისტიანობა, ღმერთი, ერთმანეთთან ასიმეტრიულად განსხვავებული ცნებებია. მათ და კერძოდ ქალბატონ ბოკუჩავას ეს ყველაფერი წარმოუდგენია პოლიტიკური დღის წესრიგის ქულებისთვის დაწერის ნაწილად. ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
კომენტარები
