საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში ბაგრატ III-ის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ 213-ე და 73-ე საბავშვო ბაგა-ბაღებამდე მისასვლელი კიდევ ერთი ალტერნატიული მოწესრიგებული გზა იქნება.
„პროექტის ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და 3 000 კვმ. ფართობზე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დიდ დიღომში როსტევანის ქუჩაც რეაბილიტირდება.
„სამუშაოების ფარგლებში, გაზისა და წყლის მილები მიწის ქვეშ განთავსდება. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ასევე, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კომენტარები
