საქართველო „eFootball Mobile“-ის ერთა ლიგის პირველი კვირის ჩემპიონია. ქართველმა მოთამაშეებმა საბა პეტრიაშვილმა და გიორგი გაბუნიამ ტურნირი წაუგებლად ჩაატარეს და ფინალში თურქეთის ნაკრები დაამარცხეს. ეს ქართული კიბერსპორტისთვის ისტორიული გამარჯვებაა.
საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონობის გარდა 200 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა. ერთა ლიგა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მნიშვნელოვანი ნაწილია, საქართველოს ნაკრების წარმატებული სტარტი კი მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის მომდევნო ეტაპებისთვის
კომენტარები
