ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განაცხადა, სადაც, ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო.
“300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას, თითოეულ გმირს, რომელიც არის თავდადების, სამშობლოსთვის თავგანწირვის განსახიერება. კიდევ ერთხელ მივულოცავ ყველას და მადლობას გადავუხდი ყველა ვეტერანს, ყველა გმირს მათი ღვაწლისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
















