როცა საყოველთაო ჯანდაცვა დავიწყეთ, აქცენტი გავაკეთეთ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე და ნაკლები ყურადღება დავუთმეთ მედიკამენტების ანაზღაურებას. საბედნიეროდ, შემდეგი ნაბიჯები, რასაც სუბსიდირებული პროგრამა ჰქვია, სწორი იყო, განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ ჯანდაცვის სპეციალისტმა, ანდრია ურუშაძემ.
როგორც მან აღნიშნა. მედიკამენტის ფასების გაძვირება დღევანდელი დღის წესრიგის მთავარი თემაა.
„ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე იყო გამოწვევები, მათ შორის, კერძო და სახელმწიფო თანამშრომლობის მოდელი იყო შემოთავაზებული საზოგადოებისთვის. ამ მოდელის გააზრება და ყურადღება სჭირდება“, – აღნიშნა ურუშაძემ.
ჯანდაცვის სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაუბრუნდეს თავისი პოლიტიკის შემქმნელის მარეგულირებელ ფუნქციას და არ უნდა შეასრულოს ფინანსური პოლიციისა და სასამართლოს ფუნქცია.
