ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” დაუდასტურა, რომ ზვიადაურმა ციხე 2026 წლის მარტში, შეთანხმების პირობების შესაბამისად დატოვა.
საბოლოოდ, სპორტსმენს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლის ვადით პირობითი მსჯავრი და 5 000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.
ზვიადაური 2025 წლის 17 სექტემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.
რაც შეეხება 2021 წელს მომხდარ მკვლელობის საქმეს, კოტრიკაძის ინფორმაციით, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი მომდევნო კვირისთვის გადაიდო.
მისი თქმით, დაცვის მხარე ნეიტრალური კანდიდატების შერჩევას ცდილობს, ხოლო ბრალდების მხარე კრიტიკულად განწყობილი მსაჯულების პროცესში ჩართვას უჭერს მხარს.
მისივე შეფასებით, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი დასრულების ეტაპზეა და საქმის განხილვა სავარაუდოდ სექტემბერში დაიწყება.
