ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟი, ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალურ პროექტს აქვეყნებს.
მისი განცხადებით, ეს ცათამბჯენი მალე საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა და დედაქალაქის სიმბოლო გახდება.
„ძალიან მიხარია, რომ გიზიარებთ Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალურ რენდერს.
თბილისის გულში, საუკეთესო მდებარეობით, ეს ცათამბჯენი მალე გახდება ღირსშესანიშნაობა, როგორც საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა. ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და მოუთმენლად ველით მის განხორციელებას!“ – წერს ერიკ ტრამპი.
კომენტარები
