უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ – აფხაზეთის მიტროპოლიტმა, დიდი მეუფე შიო მესამემ მრევლსა და სამღვდელოებას თანადგომისა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა და სთხოვა მისთვის ილოცონ. ეს განცხადება მან სვეტიცხოველში, ინტრონიზაციის ცერემონიის შემდეგ გააკეთა.
„გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებითა და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს“, – განაცხადა პატრიარქმა.
კომენტარები
