ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღნიშვნას ხვალ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია შეუერთდება.
„ჩვენთვის ეს დღეს უმნიშვნელოვანესია, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ადამიანისთვის უმთავრესი არის ოჯახი, თან ჩვენი უწმინდესის მიერ არის ეს დღე დაწესებული. გვყავს ახალი პატრიარქი, მინდა მივულოცო მას და ვუსურვო, ღირსეული გამგრძელებელი ყოფილიყოს უწმინდესი ილია მეორის. დარწმუნებული ვარ, ხვალ კიდევ ერთხელ დაინახავს მთელი მსოფლიო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ადამიანისთვის ოჯახი და მისი სიწმინდე”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა.
კომენტარები
