მემარჯვენე ლიდერის, ვიქტორ ორბანის აპრილის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბუდაპეშტში გამართულ პირველ ყოველწლიურ პრაიდ მსვლელობას 10 000-ზე მეტი უნგრელი შეუერთდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ქალაქში რეკორდული სიცხის მიუხედავად, პრაიდის მონაწილეებმა უზარმაზარი ცისარტყელასა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა გამართეს.
გასული წლის მსვლელობა, რომლის აკრძალვაც ორბანმა სცადა LGBTQ+ უფლებების წინააღმდეგ მიმართული ფართო პოლიტიკის ფარგლებში, მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციად გადაიქცა, რომელმაც ათიათასობით ადამიანი მიიზიდა.
კომენტარები
