დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ყასემმა უარყო ის შეთანხმება, რომელიც აშშ-ის შუამავლობით ისრაელსა და ლიბანს შორის არის მიღწეული.
ნაიმ ქასემმა შეთანხმებას „ბათილი და ძალადაკარგული“ უწოდა და ლიბანის მთავრობა ცალმხრივ დათმობებსა და ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში დაადანაშაულა.
„ეს ყველა წითელ ხაზს კვეთს. ჩვენ არ დავტოვეთ ბრძოლის ველი ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი და არც ახლა დავტოვებთ“, – განაცხადა ნაიმ ყასემმა.
მისი განცხადებით, კონფლიქტის დასრულების საფუძველი უნდა გახდეს ირანსა და აშშ-ს შორის თვის დასაწყისში მიღწეული მემორანდუმი, რომელიც, მისი თქმით, ლიბანის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს და არა ვაშინგტონში გაფორმებული ახალი შეთანხმება.
ცნობისთვის, 26 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ისრაელსა და ლიბანს შორის ჩარჩო შეთანხმების შესახებ განაცხადა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს აშშ-ში ისრაელისა და ლიბანის ელჩებმა.
