2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში ჯგუფური ეტაპი დასრულდა. მე-17 სათამაშო დღეს ინგლისმა და ხორვატიამ L ჯგუფიდან პლეი-ოფში გასვლა გაინაღდეს, კოლუმბიამ K ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა, არგენტინამ გამარჯვებათა სერია გააგრძელა, ხოლო ალჟირმა და ავსტრიამ გულშემატკივარს დღის ყველაზე შედეგიანი მატჩი აჩუქეს.
დღის მატჩების შედეგები:
პანამა – ინგლისი 0:2 (L ჯგუფი);
ხორვატია – განა 2:1 (L ჯგუფი);
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – უზბეკეთი 3:1 (K ჯგუფი);
კოლუმბია – პორტუგალია 0:0 (K ჯგუფი);
იორდანია – არგენტინა 1:3 (J ჯგუფი);
ალჟირი – ავსტრია 3:3 (J ჯგუფი).
ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით, 1/16 ფინალის ყველა წყვილი გამოვლინდა. ეს ეტაპი სტარტს უკვე 28 ივნისს აიღებს. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
სამხრეთ აფრიკა – კანადა;
ბრაზილია – იაპონია;
გერმანია – პარაგვაი;
ნიდერლანდები – მაროკო;
კოტ-დ’ივუარი – ნორვეგია;
საფრანგეთი – შვედეთი;
მექსიკა – ეკვადორი;
ინგლისი – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა;
ბელგია – სენეგალი;
აშშ – ბოსნია და ჰერცეგოვინა;
ესპანეთი – ავსტრია;
პორტუგალია – ხორვატია;
შვეიცარია – ალჟირი;
ავსტრალია – ეგვიპტე;
არგენტინა – კაბო-ვერდე;
კოლუმბია – განა
