რაგბის 20-წლამდელთა ნაკრები, უელსის გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში მცირე სხვაობით 24-25 – ანგარიშით დამარცხდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 2 ლელო მიხეილ შიოშვილმა დადო, ერთხელ მეტოქის ჩათვლის მოედანი გაბრიელ რაზმაძემ აიღო, ერთ შემთხვევაში კი საჯარიმო ლელო დაფიქსირდა.
მომდევნო შეხვედრას ქართველი მორაგბეები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გამართავენ. თამაში 2 ივლისს, ავჭალის სტადიონზე 20:30 საათზე დაიწყება. რაგბის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატს, რომელმაც სტარტი გუშინ აიღო, მომდევნო 3 კვირის განმავლობაში თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.
კომენტარები
