ხელისუფლებიდან ორბანის წასვლა, როგორც მოსალოდნელი იყო ევროპასთან მისი უძღები შვილის უნგრეთის დაბრუნებით აღინიშნა და რა უნდა ყოფილიყო ამის ყველაზე დამაჯერებელი მარკერი? რა თქმა უნდა, პირველი აქამდე აკრძალული LGBT პიაიდის გამართვა ბუდაპეშტის ცენტრში, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა – „LGBT მთავარმა ლობისტმა” საგანგებოდ დალოცა ეს მოვლენა, რაც ალბათ, მორიგ ევროტრანშს გაუხსნის უნგრეთს.
„ხელისუფლებიდან ორბანის წასვლა, როგორც მოსალოდნელი იყო ევროპასთან მისი უძღები შვილის უნგრეთის დაბრუნებით აღინიშნა და რა უნდა ყოფილიყო ამის ყველაზე დამაჯერებელი მარკერი? რა თქმა უნდა პირველი აქამდე აკრძალული LGBT პრაიდის გამართვა ბუდაპეშტის ცენტრში.
ასე აღნიშნა უნგრეთმა ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა – LGBT მთავარმა ლობისტმა საგანგებოდ დალოცა ეს მოვლენა, რაც ალბათ მორიგ ევროტრანშს გაუხსნის უნგრეთს. რას იზამ, ფულის გამო რას არ გაყიდი.
პროვოკაციულ კითხვას დავსვამ: საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში და მისი ცივილიზაციური არჩევანის დადასტურებაც ხომ არ გადის რუსთაველზე ასეთივე LGBT პრაიდის გამართვაზე?! იფიქრეთ ხალხნო“, – წერს ანჯაფარიძე.

