რუსეთის სპორტის მინისტრის, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ დეგტიარევის განცხადებით, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირმა (UIPM) რუს სპორტსმენებს ყველა სანქცია მოუხსნა.
„გუშინ ფრენბურთის ფედერაციამ ჩვენი გუნდები საერთაშორისო შეჯიბრებებზე დაუშვა. დღეს, პრაქტიკულად ნახევარი საათის წინ თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირმა რუს სპორტსმენებზე დაწესებული ყველა სანქცია მოხსნა და ეს პროცესი გაგრძელდება“, – განუცხადა დეგტიარევმა ჟურნალისტებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIVB) რუსეთის ეროვნული ნაკრებების მიმართ ადრე დაწესებული ყველა შეზღუდვის სრულად გაუქმება გადაწყვიტა.
კომენტარები
