შვეიცარიაში ბენზოხერხით შეიარაღებულმა მამაკაცმა, ხუთი ადამიანი დაჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც Blick-ი იუწყება, ზემოთ აღნიშნული ფაქტი, გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ შაფჰაუზენში მოხდა. ამ დროისთვის პოლიცია დამნაშავეს ეძებს. სამართალდამცავებს ქალაქის ცენტრი გადაკეტილი აქვთ. დაჭრილი ხუთი ადამიანიდან, ორი მძიმე მდგომაროებაშია
კომენტარები