2010 წლის შემდეგ ესპანეთის ნაკრებმა მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და ამიერიდან გულზე ორი ვარსკვლავით ითამაშებს.
ისტორიული პარალელით დავიწყოთ: მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატიც ამერიკაში ჩატარდა, მაშინაც ძალიან ცხელოდა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ბრაზილიამ იტალია დაამარცხა და მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა.
მუნდიალი ამჯერადაც ამერიკაში ჩატარდა, ახლაც ძალიან ცხელოდა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. თუმცა ამჯერად გოლი დამატებით დროში გავიდა – ფერან ტორესმა ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა. ეს მისთვის პირველი გოლი იყო მიმდინარე მუნდიალზე.
კომენტარები
