აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოში, შავნაბადას მთაზე ცეცხლის რამდენიმე კერაა დარჩენილი, თუმცა ხანძარი მასშტაბური არ არის.
სამ ლოკაციაზე ცეცხლი დაახლოებით 3 000 კვ მეტრზეა მოდებული. ცეცხლი ძირითადად ბუჩქნარს მოედო, შემთხვევის ადგილზე 80-დე მაშველი და მეხანძრე იმყოფება.
ამ დროისთვის ერთი კერა ლოკალიზებულია. ადგილზე იმყოფება ხულოს გამგებელი, რომლის თქმით, ხანძრის დიდ მანძილზე გავრცელების საშიშროება არ არის.
ხანძრის კერები მიუვალ ადგილებს მოედო, სადაც მხოლოდ ცოცხალი ძალის გამოყენებაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე ავიაციის გამოყენების საჭიროებას ვერ ხედავენ.
კომენტარები