ფარერის კუნძულების მთავრობამ დელფინების ნადირობაზე ლიმიტი დააწესა, მას შემდეგ რაც შარშან მონადირეებმა ტრადიციული ღონისძიების დროს 1400-ზე მეტი ძუძუმწოვარი დახოცეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შარშანდელი ნადირობის მასშტაბმა ცხოველთა დამცველების აღშფოთება გამოიწვია. ფარერის კუნძულების მთავრობამ 1,3 მილიონი ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიცია მიიღო, რომლებიც ნადირობის აკრძალვას ითხოვდნენ. პასუხად, მათ მომდევნო 2 წლის განმავლობაში მონადირეებისთვის ლიმიტი დააწესეს – ყოველწლიურად ისინი არაუმეტეს 500 დელფინის დახოცვას შეძლებენ.
ამასთან, მთავრობაში ნადირობის აკრძალვაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ ეს კუნძულების ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა.
კომენტარები