7 დღის წინ გაუჩინარებული გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ნაპოვნია. მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აჭარის მთავრობის მეთაურმა მეზღვაურების ოჯახების წევრებს ეს ინფორმაცია პირადად მიაწოდა. ისინი მეზღვაურების სატელეფონო ზარს უახლოეს საათებში ელოდებიან.
ასევე გაირკვა რატომ ვერ დამყარდა პირდაპირი კომუნიკაცია დაკარგულ გემის ეკიპაჟსა და შუამავალ კომპანიას შორის.
როგორც კომპნიაში აცხადებენ, გემზე ყველა საკომუნიკაციო აპარატურა გატეხილია. თუმცა ეკიპაჟთან დაკავშირება შეძლო შორეულ ნაოსნობაში მყოფმა სხვა გემის ეკიპაჟმა. ისინი ქართველ მეზღვაურებს ე.წ. რაციით დაუკავშირდნენ.
როგოც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ მეზღვაურების უსაფრთხოებაზე.