შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. დაფიქსირებულია 5-ბალიანი შტორმი.ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.
კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება; ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს.
გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს.
აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე.
მიუხედავად საშტორმო გაფრთხილებისა, 12:00 საათიდან – 14:00 საათამდე საზღვაო მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე გამოიყვანეს უვნებლად”, – წერია ინფორმაციაში.
კომენტარები
