მიუნხენის პოლიცია და საგამოძიებო ორგანოები, დღეს ქალაქში მომხდარ სროლებს ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას აძლევენ. ამის შესახებ “დოიჩე ველე“ იუწყება.
მათივე ინფორმაციით, პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს ქალაქის ცენტრალური ნაწილის მთელ ტერიტორიაზე. ამასთან, სხვადასხვა მედიით წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია ექვსი დაღუპულის შესახებ.
ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
კომენტარები