შინაგან საქმერთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ფარული ვიდეოკადრების გავრცელების თაობაზე მედიისთვის პირველი კომენტარი გააკეთა.
”გამოძიება გრძელდება. თუ დაგვჭირდა გარკვეულ ეტაპზე, ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს დახმარება, რადგან კიბერდანაშაული რთულად გამოსაძიებელია. უნდა მივაგნოთ გავრცელების პირველ წყაროს. ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ შსს-სთვის და საგამოძიებო უწყებებისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სხვაობას გავრცელების პირველ წყაროს და შენახვას შორის. როგორც კი აქ დავუშვებთ კომპრომისს, რა თქმა უნდა მსგავს დანაშაულთან ბრძოლა იქნება რთული. გვესმის საზოგადოების კრიტიკა, რომ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია. დარწმუნებული ვართ, რომ მივალთ პირველ წყარომდე”, – განაცხადა გახარიამ.
კომენტარები