გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი, ზაქარია ქინქლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნახევარ საათზე მეტია ზაქარია ქინქლაძის სახლს ჩხრეკენ. რა გახდა დაკავების კონკრეტული მიზეზი ინფორმაციას არ ფლობს დაკავებულის შვილი ნათია ქინქლაძე.
„მეც ამ წუთებში გავიგე. თელავში ვარ. ვიცი, რომ სახლს ჩხრეკენ ახმეტაში. არ ვიცი მიზეზი რატომ უნდა დაეკავებინათ მამაჩემი“, – განმარტავს დაკავებულის შვილი ნათია ქინქლაძე.
იმედინიუსი
კომენტარები