მსახიობი ლევან სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ქალიშვილს მიმართავს.
მარიამ სუხიტაშვილი გუშინ აქციაზე გამოვიდა და მამა ქართული ოცნების მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.
”ჩემო საყვარელო მარიამ, შვილო, მინდა მოგმართო, რომ არც შენი და არც არავისი გულისთვის არ ვუღალატებ ჩემს პრინციპებს, ჩემს მრწამსს, ჩემს სამშობლოს და ჩემს უფალს, რომელიც ჩემში ჩემი სინდისის სახით, სულ იყო და სულ იქნება. ძალიან მეტკინა რომ სვავებმა შენც ჩაგიგდეს ხელში. ამას ოდესმე შენც მიხვდები, რომ უბრალო ინსტრუმენტად და ხალხის გრძნობებზე სათამაშოდ გამოგიყენეს, ფარად აგიფარეს მკვლელებმა, მოძალადეებმა და ღვთისმგმობმა ხროვამ. მე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ შევეცადო მაინც, რომ აგიხსნა, რომ ცუდ მხარეს აღმოჩნდი, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ შენდაუნებურად. დაგამუშავეს, დაგიწერეს ტექსტი, გამოგიყვანეს ტრიბუნასთან და გამოგიყენეს ინსტრუმენტად ჩემს წინააღმდეგ. თუმცა მე არ მაქვს უფლება აგიკრძალო სიტყვის, ან გამოხატვის უფლება, დიდი გოგო ხარ უკვე. მაგრამ ვთვლი, რომ მაქვს უფლება გირჩიო, თუმცა ისიც შენი უფლებაა მე დამიჯერებ, თუ სხვას..
მამი, არსებობს ერთი სიმართლე!! ორი სიმართლე არ არსებობს. სხვა დანარჩენი არის აღქმები. არ არსებობს სიმართლე და ევროპა იდგეს იქ, სადაც დგანან: სალომე ზურაბიშვილი, კეზერაშვილი, დეკანოიძე, ჯაფარიძე, გვარამია, ხოშტარია, ვაშაძე, სამადაშვილი და ლეგიონია მათი სახელი, გრძელია კიდევ მათი სია. და მათ უკან მთავარი დიდი ბოროტება სააკაშვილი. ასეთია მათი პირამიდა. ან და მამიკო, მართლა ფიქრობ, რომ მანჯგალაძეს უნდა ევროპაში და მე არა?! ან მე ვარ ბნელი და ხაბეიშვილი ნათელი?! გადახედე ვინ დგას ამ ყველალფრის უკან. ან გგონია, რომ მე ვარ რუსეთუმე? ესაა მთელი მათი პრიმიტიული სცენარი და მოქმედების გეგმა, რომ შექმნან აბსურდული ნარატივები, დააპირისპირონ ქართველი ხალხი ერთმანეთს და ეხლა, უკვე ოჯახები და მამა-შვილები. მაპატიე, რომ პოსტით გიპასუხე, თუმცა საჯაროდ მომმართე და მომიწოდე. მიყვარხარ მამი. არ იფიქრო, რომ მეწყინა, ან რამე. მე მაინც ყოველთვის ვამაყობ შენით.❤️❤️
P.s. ეს ბოლო პოსტია და ზოგადად ბოლოა ჩემგან ამ თემასთან დაკავშირებით.
P.p.s. მე სამშობლო იმისთვის არ მიყვარს, რომ ვინმემ დამიფასოს, ეგენი მაგას ვერ გაიგებენ ვინც ეგ შთაგაგონა მამიკო. მე მიყვარს ჩვენი საქართველო და არა რომელიმე პოლიტიკოსი, ბელადი, ან პარტია.”