ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი, რადგან საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს უქმნის დისკომფორტს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აქციის მონაწილეების მიერ გმირთა მოედნაზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას.
„ეს არის წინასწარ გაწერილი გეგმა, რომელიც არის არა იმ ახალგაზრდების მიერ, რომლებიც ქუჩაში დგანან, არამედ პოლიტიკური რადიკალური ოპოზიციური პარტიების მიერ და ეს ფეისბუქზეც წინასწარ დაწერეს, რომ ხელისუფლებას შეუქმნან დისკომფორტი, მაგრამ მთავარ დისკომფორტს ვისაც ისინი უქმნიან, ეს არის ქართველი ხალხი და ამაზე პასუხს 26 ოქტომბერს მიიღებენ“, – აცხადებს სუბარი.
კომენტარები