ვანის რაიონის სოფელ ზეინდარში შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
მამა-შვილს ხშირი დაპირისპირება ჰქონდათ, გუშინ კი, კამათი მკვლელობით დასრულდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 108-ე, განხზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. ამოღებულია მკვლელობის იარაღიც.
www.pia.ge
კომენტარები
