შვიდგზის ევროპის, შვიდგზის მსოფლიოს, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ყველა რეკორდის მფლობელი – ეს ლაშა ტალახაძის ტიტულების არასრული ჩამონათვალია, თუმცა გზა წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა.
ახალბედა სპორტსმენს კარიერის დასაწყისში სკეპტიკოსებიც ბევრი ჰყავდა, თუმცა მათ ლაშა ყველა გამარჯვების შემდეგ იმედგაცრუებლს ტოვებდა, თავად კი ჯილდოს ჯილდოზე ამატებდა. სპორტული მიღწევების გზის თანმდევი ნაწილი იყო ჯანმრთელობის გაუარესებაც. დაზიანებებმა, ოპოერაციებმა და რეაბილიტაციებმა მის მდგომარეობაზე გავლენა იქონია, თუმცა ეს გამარჯვებებზე არ ასახულა.
მიუხედავად სხვა ქვეყნების მხრიდან რეგულარულად არსებული სოლიდური ფინანსური შემოთავაზებებისა, დაეტოვებინა ქვეყანა და სხვის ჰიმნზე დამდგარიყო, ლაშა ტალახაძის პასუხი იყო ერთი – არა. რასაც მრავალი წლის მანძილზე მოჰყვა, მის მიერ, საქართველოს სახელით მოპოვებული არაერთი ბრწყინვალე გამარჯვება.
ლაშა ტალახაძის ფენომენზე, ნათლად მეტყველებს მის მიერ ნაჩვენები შედეგები. ტალახაძე – ტალახაძის წინააღმდეგ. სცენარი, რომელიც უცვლელი იყო წლების მანძილზე და სცენარი, რომელსაც ასევე წლების მანძილზე უცვლელი დასასრული ჰქონდა, სადაც გამარჯვებული ყოველთვის ტალახაძე რჩებოდა. შედეგად, 7 გზის ევროპის, 7 გზის მსოფლიოს და სამ გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ყველა რეკორდის მფლობელი, რომელთაგან მსოფლიოს 26-ის ავტორი თავად არის და რომელიც მხოლოდ საკუთარ თავთან ბრძოლაში აქვს დამყარებული. ტალახაძის აღმავლობა 2015 წლიდან დაიწყო, როცა 22 წლის ასაკში, ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მიუხედავად ამ შედეგისა, რიოში, ოლიმპიადაზე ჩასულ ქართველ ძალოსანს, უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვების მთავარ ფავორიტად არავინ თვლიდა და შესაბამისად, სხვა ქვეყნის ძალოსნები, მას კონკურენტადაც ნაკლებად მიიჩნევდნენ რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო, რადგან რიოს ფიცარნაგზე, ტალახაძის თითოეული ასვლა, მათთვის სავალალო შედეგით სრულდებოდა. ეს იყო პირველი ხმაურიანი გამარჯვება, რომელიც ტალახაძისა და ასანიძის დუეტმა და მათმა ერთობლივმა მუშაობამ, ქვეყანას მოუტანა. ის, რომ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძალოსნის მიერ მოპოვებული ოქროს მედალი შემთხვევითობა არ იყო, მომდევნო წლების მანძილზე სტაბილურად ნაჩვენებმა მაღალმა შედეგებმა დადასტურდა. საკადრო – 2015 დან – 2024 წლამდე ამ ტანდემმა მიაღწია იმას, რომ ქართული ყულაბა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული ოქროს მედლებით, ყოველწლიურად ივსებოდა. მეორე ხმაურიანი გამარჯვება იყო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძის შთამბეჭდავი კარიერისთანმდევი და შემადგენელი ნაწილი იყო, ჯანმრთელობის გაუარესება.
წლების მანძილზე, მის მიერ მოპოვებულ თითოეულ ოქროს მედალს, თანმიმდევრულად მოჰყვებოდა ტკივილი და გამაყუჩებელი. ოპერაცია და რეაბილიტაცია, რამაც საბოლოო ჯამში, სამედიცინო კუთხით, წარუშლელი კვალიც დატოვა და გარკვეული მიმართულებებით ქრონიკული ხასიათიც მიიღო. ლაშა ტალახაძეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება კარიერის დასრულებაზე, რომელსაც სპორტული კუთხით ალბათ, ყველაზე მეტად, მისი უშუალო კონკურენტები, სომხეთის წარმომადგენლები ელიან, თუმცა ჯერ კიდევ არავინ იცის რა იქნება 4 წლის შემდეგ, ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ფიცარნაგზე ტალახაძის გამოჩენით, მისი კონკურენტების ოცნება, მინიმუმ 4 წლით, ისევ ოცნებად დარჩება.