საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრიუდოს კანადის გუბერნატორს უწოდებს.
ტრამპმა აღნიშნული განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შევხვდი ოვალურ კაბინეტში „დიდი შვიდიანის“ სამიტზე სასაუბროდ. შეხვედრა მოიწვია გუბერნატორმა ჯასტინ ტრიუდომ, „დიდი შვიდიანის“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
კომენტარები