სტრასბურგის სასამართლომ „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ მათ საჩივრით მიმართა.
„ვადასტურებთ, რომ მივიღეთ განაცხადი აღნიშნული ორგანიზაციისგან. ამ ეტაპზე სასამართლოს მეტი ინფორმაციის მიწოდება არ შეუძლია“, – განაცხადეს სასამართლოში.
მანამდე „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, იგივე EMC-ის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით გაგზავნილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
თავის მხრივ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე ადასტურებს, რომ ევროპულ სასამართლოსთან მუდმივი კავშირი აქვს. მისი თქმით, ორგანიზაციას სტრასბურგთან არაერთი მიმოწერა ჰქონდა, თუმცა ეხებოდა თუ არა წერილი დაყადაღების საქმეს, ორგანიზაციაში კითხვებს არ პასუხობენ.
კომენტარები