ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანს არასდროს უთქვამს უარი პაკისტანში მოლაპარაკებების გამართვაზე.
როგორც არაღჩი სოციალურ ქსელში წერს, ამერიკული მედია პაკისტანში მოლაპარაკებების შესახებ ირანის პოზიციას არასწორად ავრცელებს.
„მადლიერი ვართ პაკისტანის ძალისხმევისთვის და არასდროს გვითქვამს უარი ისლამაბადში ჩასვლაზე. ჩვენ გვაღელვებს იმ უკანონო ომის საბოლოო და გრძელვადიანი დასრულების პირობები, რომელიც ირანს თავს მოახვიეს“, – წერს არაღჩი.
მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ თერიანმა უარი თქვა პაკისტანში ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გამართვაზე.
კომენტარები
