ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მიუნხენში გრძელდება. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზიდენტს, აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტებს, სკოლებისა და პროგრამების ხელმძღვანელებს. იმსჯელეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე.
დღეს დელეგაციის წევრები ეწვევიან სამეცნიერო კვლევით ცენტრებს გარხინგის კამპუსში, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო დონის კვლევისა და სწავლების ცენტრს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში. ასევე შეხვდებიან ბავარიის ევროპულ საქმეთა მინისტრს.
კომენტარები
