29 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +16 და ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მშრალია დღე, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზეა, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში იწვიმებს, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ახალქალაქშიც წვიმაა მოსალოდნელი. +17 დღისით, +2 გრადუსია ღამით მოსალოდნელი.
ბორჯომშიც ნალექიანი ამინდია, +18 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ღრუბლიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მშრალი დღეა დღისით +7 ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
