თქვენნაირების გამოა საზოგადოებაში დაუსრულებელი პოლარიზაცია და ვერც დასრულდება მანამ, სანამ სიძულვილის ენით გაჯერებულ პოსტებში ფულს გიხდიან, – ამის შესახებ ბიზნესმენი რაია ჯანხოთელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“რავი, აბა😏 ადრეც სულ ვწერდი (ბევრი კრიტიკული სტატუსი მიდევს წინა წლებში პარტიაზე და მთავრობაზე-ვწერდი ჩემი თვალით დანახულ პრობლემებზე-“მოყვარეს პირში უძრახე”ს პრიციპით!), და არასოდეს არავის “დაუქნევია” თითი!
დღესაც,რომ დავწერო-მოღალატე ვარ?!
(შემომეჭრებით აქ და რას ცდილობთ ვერ ვიგებ-ვითომ ვერ ვიგებ…) ხომ არ გაჟრიალებთ ტვინში “ლარიან” მპოსტავებს. თქვენნაირების გამოა საზოგადოებაში დაუსრულებელი პოლარიზაცია და ვერც დასრულდება მანამ, სანამ სიძულვილის (არა მარტო) ენით გაჯერებულ პოსტებში ფულს გიხდიან! აი, ვისაც გეწყინებათ, ცივი წყალი დალიეთ ან/და გადაივლეთ😡
პ.ს.
ჩემი ნება რომ იყოს-აგიკრძალავდით წერას და სიჩუმეში გადაგიხდიდით ფულს-ვიღაცამ სერიოზულად უნდა იფიქროს ამაზე, თუ მართლა გინდათ რადიკალიზაციის შემცირება…!
——————————
ჰო, პატარა სარკეშიც ნამდვილი დიდი “მე” ვარ…!”, – წერს რაია ჯანხოთელი.
