სიერა-ლეონეში რამდენიმე ოჯახი ღვარცოფში მოყვა. გარდაცვლილთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 60 ბავშვია.
მეწყერი დღეს დილით ჩამოწვა, როდესაც ადამიანებს ეძინათ. მათ სახლებიდან გამოღწევა ვერ შეძლეს. ორი ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.
კომენტარები