სააგენტო „როიტერის” გავრცელებული ინფორმაციით, ალ-ქაიდას მოკლული ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ვაჟი ამერიკის შეერთებულ შტატებს მამის მოკვლის გამო სამაგიეროს გადახდით ემუქრება.
სააგენტოს ცნობით, 21 წუთიან აუდიომასალაში, რომელსაც ჰქვია „ჩვენ ყველა ოსამა ვართ”, ჰამზა ბინ ლადენი ვაშინგტონის წინააღმდეგ გლობალურ შეიარაღებულ დაპირისპირებას აანონსებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ თავდასხმების მოწყობას თქვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ და ამის მიზეზი პალესტინის, ავღანეთის, სირიის, ერაყის, იემენის, სომალისა დადანარჩენი მუსლიმური სამყაროს მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლაა“, – ნათქვამია ჰამზა ბინ ლადენის მიმართვაში.
კომენტარები