ქართველმა მუსლიმებმა სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ორთა ჯამეში აღავლინეს.
მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმი თემის ნაწილმა ბაირამი ბათუმში იმ ტერიტორიაზე აღნიშნა, სადაც ახალი მეჩეთის მშენებლობას გეგმავს, ცენტრალურმა მეჩეთმა მორწმუნეები ისევ ვერ დაიტია და ასობით მათგანმა დღესაც ორთაჯამეს გვერდით ქუჩაში ილოცა.
ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს მორწმუნეები ღმერთს მსხვერპლად ოთხფეხა პირუტყვს წირავენ, ხორცს და ტკბილეულს კი უპოვრებს უნაწილებენ.
სადღესასწაულო ლოცვას, წინა წლებისგან განსხვავებით, არ დასწრებია მთავრობის ახალი თავმჯდომარე. მორწმუნეებს დღესასწაული მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიულოცეს.
კომენტარები