ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, რის გამოც ქვეითებსა და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ. წვიმის შედეგად ბესიკის, გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩები დაიტბორა.
სატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო ეკიპაჟები აწესრიგებენ და მძღოლებს ალტერნატიური გზით მოძრაობის ნებართვას აძლევენ. ამ დროისთვის აჭარის რეგიონში წვიმს.
კომენტარები